ალექსანდრე ელისაშვილი ევროპელი მედიატორებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და მოლაპარაკების ჩაშლის პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელზეც მოტანილი იყო ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილი დოკუმენტი, ოპოზიციის 95 პროცენტი დესტრუქციული იყო, განსაკუთრებით _ “ლელო“.
_ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, არიან თუ არა მზად ოპოზიციონერები ხელი მოაწერონ დოკუმენტს, თუკი, გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმი იქნებოდა მოფიქრებული, “გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილის გარდა, ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უარით უპასუხა!
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპული მოლაპარაკებების იგნორირებას აკეთებს, რუსულ ინტერესს ემსახურება და ქვეყანა სძულს.