დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია და მისი მოადგილე ნონა კვაჭანტირაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
ორივე მათგანმა ქუთაისში ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა.
“მედიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენი ვაქცინაცია იმის გარანტიაა, რომ ვირუსის უნებლიე გამავრცელებლები არ ვიქნებით’, _ ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ვაქცინაციის დასაჯავშნად ეწვიეთ პორტალს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22“, _ წერს ფეისბუქგვერდზე ნონა კვაჭანტირაძე.
“მადლობა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მაღალკვალიფიციური სერვისისთვის”, _ აღნიშნა თავის ფეისბუქსტატუსში არჩილ მჟავიამ.