ოზურგეთში მეორე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუფიქსირდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირების გამო აღნიშნული კლასი ჰიბრიდული სწავლებით გადავა ონლაინზე ორი კვირით.