ტრაგედია მოხდა ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი მდინარეში წყლის ჩამონატანი ხის ნაჭრების გამოსატანად შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ გაიტაცა.
“ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც ამბობენ, შეშის გამოსატანად შევიდა. შესაძლებელია დინებამ წაიღო, ან გულით გარდაიცვალა. ზუსტად არავინ იცის. ბიჭებმა იპოვეს გარდაცვლილი”.
“გურია ნიუსთან” ფაქტის შესახებ საუბრობს ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში ზურაბ მათითაიშვილი.
„ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეშის მოსატანად წავიდა და რომ აღარ გამოჩნდა, გუბაზეულში იპოვნეს დამხრჩვალი, სამწუხაროდ. დაახლოებით, 65 წლამდე ასაკის იყო.
უბედური შემთხვევა ხიდისთავში 3 დღის წინ მოხდა.