ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ განიხილება”, _ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებითი შეღავათების დაწესება დეფიციტს გაზრდის, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რეგულაციების გამკაცრება პანდემიიდან გამომდინარე.
მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება. უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის“, _ განაცხადა კაკაურიძემ.