ამ წუთებში უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვისაა”.
საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ოკუპაციას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ სიტუაციაში უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
უკრაინის მხარდამჭერ აქციას საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
აქციაზე, ასევე იმყოფება მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, უკრაინა ისევ ფართომასშტაბიანი ომის წინაშე დგას. რამდენიმე კვირაა რუსული არმია ქვეყნის აღმოსავლეთით, საზღვრებთანაა მობილიზებული და ყოველდღიურად არღვევს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.