საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგო დაიკარგა.
“გურია ნიუსი” დეტალების გარკვევას შსს-ს გარდა, მერის წარმომადგენელთანაც შეეცადა.
თუმცა საგარეჯოს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნომერი არ მოგვცა. როგორც ქეთი რატიაშვილმა განაცხადა, ლამბალოს რწმუნებული მის გარეშე, კომენტარს არ გააკეთებს, შესაბამისად, მან ნომერიც არ მოგვცა.
“გურია ნიუსმა” რიზმავ მამედოვის ნომერი მოიპოვა, თუმცა, მასთან დაკავშირება ამდრომდე ვერ ხერხდება.