დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვემშვიდობებით ღირსეულ, ღვაწლმოსილ, მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს ქალბატონ ცისანა პერანიძეს, _ ამის შესახებ ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე წერია.
“დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვემშვიდობებით ღირსეულ, ღვაწლმოსილ, მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ცისანა პერანიძეს. მან მრავალი ათეული წლის განმავლობაში თავისი პროფესიონალიზმითა და საქმის დიდი სიყვარულით წარუშლელი კვალი დატოვა მუზეუმის საქმიანობაში. პენსიაში გასულიც კი არ გვტოვებდა და სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა მუზეუმთან, ცდილობდა მუზეუმის ფონდის გამდიდრებას, მოჰქონდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თუ ნივთიერი მასალები. საკუთარ სახლად მიაჩნდა აქაურობა, უყვარდა წესრიგი, ფუსფუსებდა მუზეუმის ეზოშიც, სავსე ჰქონდა ყვავილებით. ცდილობდა, მიმზიდველი და ლამაზი ყოფილიყო ეზოც. განათლებით პედაგოგს ვიზიტორებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა”, _ ვკითხულობთ მუზეუმის ფეისბუქგვერდზე.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ცისანა პერანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.