მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, “რუსთაველის თეატრის” მსახიობი ბესო ზანგური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან არ უნდა ეს ადამიანი დაიჭირონ. ამის შესახებ მაყაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
“არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ”, _ ამბობს ნინუცა მაყაშვილმა.
ცნობისთვის, შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაიბარეს.