ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 8 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 5 ერთი ოჯახის წევრია. კლასტერები ცნობილია და კონტაქტებიც შესაბამისად გადადის იზოლაციაში.
დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა ზემო ფარცხმაში, ბუკისციხეში, გოგოლესუბანში, ჭაჭიეთში.
„ამ შემთხვევების უმრავლესობიდან ვიცით, რომ იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გარეთ სანათესაო შეკრებაზე და იქ დაიფიცირდნენ.
გთხოვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ სუფრებს, დაიცავით რეგულაციები მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვის ჯანმრთელობასაც რომ არ შეუქმნათ საფრთხე“,_ აცხადებენ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.