კორონავირუსით ლანჩხუთში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, სუფსის მცხოვრები მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ჯანდაცვის ცენტრში ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ გვიან მიიღეს.
მენაღარიშვილის თქმით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
ამ დროისთვის მონაცემებით ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 26 ადამიანია გარდაცვლილი.