მიხეილ სააკაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე.
ამიტომ, შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედურიანები, მობილიზებული. მეც ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში , ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ჩემი სიცოცხლისთვის თუ ჩემი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.