ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია 3694 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3527 ადამიანი, გარდაცვლილია 38, აქტიურია ინფიცირების 129 შემთხვევა.
129 ინფიცირებულიდან სტაციონარში 29, საკარანტინე სივრცეში 25, ბინაზე კი 75 ადამიანი მკურნალობს.



































































