ჩოხატაურის მერია TV პირველს პასუხობს. როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა, რომელშიც, როგორც ფოტოზე აღნიშნული წარწერიდან ჩანს, კორონავირუსის დასადგენი ტესტი ტარდება, ჩოხატაურში არ არის.
“ტელეკომპანია TV პირველის ოფიციალურ გვერდზე, REALINFO.GE – ზე დაყრდნობით, გავრცელდა ფოტო, რომელიც თითქოს გადაღებულია ჩოხატაურში.
გვინდა განვაცხადოთ, აღნიშნული სივრცე ჩოხატაურში არ არსებობს და ეს არის დეზინფორმაცია.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს პროცესს”, _ წერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.