https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ფასების ზრდას კვერცხის მიხედვით უნდა დააკვირდეთ”

5:04; 22.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პანდემიის ერთი წელიწადი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადამიანთა ჯანმრთელობის შემდეგ, ყველაზე დაუნდობლად პროდუქტის და საწვავის ფასზე აისახა.

ქვეყანაში ფასების ზრდის პროცესს ვერ ეგუებიან გურიაშიც და მომხმარებელთა გაკვირვება, განსაკუთრებით იზრდება მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის წინა კვირაში. ეს გაკვირვება სააღდგომო დღესასწაულის უპირველეს ატრიბუტზე _ კვერცხის ფასზე დაკვირვებას უკავშირდება.

დღეისთვის ოზურგეთში, როგორც არასდროს, ისე მრავალნაირია ერთი ცალი კვერცხის ფასი. მომხმარებლები იმასაც ამბობენ, ყველა პროდუქციას ისე ნაირ-ნაირი ფასი აქვს და ამ ყველაფერს მაინც კვერცხის ფასის მიხედვით უნდა დააკვირდე _ ყველას გაუსწრო, მგონი ცხრანაირი ფასი აქვსო.

 ჩვენ შევეცადეთ, სხვადასხვა მარკეტებსა და სავაჭრო ქსელებში დაგვეთვალიერებინა და გვენახა, რა ღირს ერთი ცალი კვერცხი, სიდიდის თუ ხარისხის (რასაც დაზუსტებით ვერავინ გეტყვით) მიხედვით.

ბაზრის ტერიტორიაზე, ასევე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე განლაგებულ მარკეტებში, ერთი ცალი კვერცხის ფასი 30 თეთრიდან იწყება და იზრდება ასეთი თანმიმდევრობით: 36, 38, 40, 45, 50 და 53 თეთრი!

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ფასი, ერთი ცალი _ 53 თეთრი, სავაჭრო სახლში _ “ჩემი სახლი”, არის. ყველა სავაჭრო ობიექტზე გვიხსნიან, რომ მომხმარებელთა საყვედური უსაფუძვლოა, რადგან კვერცხი ზომის მიხედვით ფასდება. კითხვაზე, საიდან გაჩნდა ასე უცებ სხვადასხვა ზომის კვერცხი, რაც, მათივე თქმით, შვიდნაირი ფასით უნდა აიხსნას და რაც აქამდე არასდროს ყოფილა, პასუხი არ აქვთ. გურული მომხმარებლები კი მაინც ხუმრობას ამჯობინებენ:

“პანდემიამ დადო ასეთი კვერცხი, ოღონდ ამათ სასარგებლოდ”, _ ამბობენ ოპერატორების თანდასწრებით.

სოფლის ანუ ოჯახებიდან გასაყიდად შემოტანილი კვერცხი, რასაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი აქტიურად ყიდულობს, ჯერჯერობით, 50 თეთრი ღირს.

ოზურგეთში ქათმის წიწილების ინკუბაციაზე მომუშავე მცირე ბიზნესის მწარმოებლები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წელს, როგორც არასდროს, მუშაობა შეფერხდა.

_ ახლა სულ გავაჩერეთ ინკუბატორი. იმდენი სახის და ფასის კვერცხია დახლებზე. მსგავსი წინა წლებში არც მინახავს. თუმცა, ხალხი მაინც სახლის ქათმის კვერცხს ინახავს სააღდგომოდ. დაკვეთა იმდენად მცირერიცხოვანია, მუშაობა არ ღირს. დენის ფული მაინც ხომ უნდა გადაიხადო? ხუთი ათასის ნაცვლად რომ 500 კვერცხი შემოვა, ინკუბატორის ჩართვას აზრი არ აქვს. ვერ გეტყვით, ეს კონკრეტულად პანდემიის მიზეზით ხდება თუ უბრალოდ, ასეთი რეალობა დადგა, _ გვეუბნება მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, თემურ კილაძე.

მომხმარებლები აღშფოთებულები საუბრობენ ზეთის ფასზე და სასაცილოდ არ ჰყოფნით კვირაში ერთი ან ორი დღით არსებული აქციები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში.

_ ეს აქცია სატყუარაა. ზეთს აქვს წარწერა: “საუკეთესო ფასი _ 7,80 ლარი”. გავიფიქრე, ალბათ, საუკეთესო ზეთია, რაღაც ახალია-მეთქი. ეს არის საუკეთესო ფასი? რა აზრი აქვს ორჯერ აქციას? ყველა ხომ იმ ორ დღეს არ ჩამოვა ქალაქში? სოფლებში არსებულ მაღაზიებში კი საერთოდ არ იკითხება, ისეთი ამბავია, _ გვეუბნება რიგითი მომხმარებელი ნინო ქავთარაძე.

არსებული მდგომარეობის ირგვლივ ზოგადი გამოკითხვით, მომხმარებელი პირველ რიგში პურის ფქვილის, ზეთის და შაქრის ფასის ზრდის როგორმე შეჩერებას ითხოვს.

_ დაარეგულიროს მთავრობამ, როგორც უნდათ, ისე. ნუ აბრალებენ ბიზნესს და ნუ გაჰყვირიან, ეს ჩვენი საქმე არ არისო. ყველა ბიზნესი და მისი მართვის ბერკეტი მათ ხელშია. მოახდინონ რეგულირება ისე, რომ ხალხმა შეძლოს ლუკმა პურის ყიდვა და “სულის გატანა” ამ გაზაფხულზე. ყველაზე მეტად ოჯახში ეკონომიკური გასაჭირი ამ პერიოდშია, _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში სავაჭროდ შემოსული რიგითი მომხმარებლები: ნანა მჟავია, ვენერა კუკულაძე, მარინა სალუქვაძე და ნინო ახალაია. თან ბრაზობენ, რატომ გვეკითხებით, ფასი ყველაფერს ემატება ყოველდღე და რისთვის ან ვისთვის წერთო?

რაც შეეხება საწვავის ფასის ზრდას, მძღოლები მას კატასტროფულს უწოდებენ. განსაკუთრებით მაღალია ფასი კომპანია “ვისოლის” სადგურზე. ამ დროისთვის ოზურგეთში კომპანია “ვისოლის” სადგურზე, ბენზინის ფასი, ხარისხის, შესაბამისად 2,82 და 2,92 ლარია.

ბენზინის ფასი შედარებით ნაკლებია “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე _ აქ, ხარისხის მიხედვით, ერთი ლიტრის ფასი 2,52 და 2,86 ლარია.

_ უნამუსობას საზღვრები არ აქვს! ყოველდღე უმატებენ ერთ, ორ ან სამ თეთრს. ვის სჯერა, რომ საწვავი ყოველდღე მოაქვთ აქ თითო ლიტრობით? 20-30 ტონა რომ შემოიტანა და ყოველდღე აძვირებს შემპარავად, რა, უკან მიაბრუნა შემოტანილი ბენზინი და გაძვირებული ფასით შემოიტანა? 20 დღის წინ შემოტანილს რომ ყოველდღე აძვირებს, ნამუსი აღარ არის? სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს თვალთმაქცობა? ნუთუ, არავინ აკვირდება ამ პროცესს? წერეთ, კარგია, ბატონო, მაგრამ შედეგი გვექნება? იშოვეს მიზეზი, პანდემიაოო და უკადრებელს კადრულობენ, _ ბრაზობს მძღოლი სერგო ბოიაჯანი, რომელსაც იქვე მდგარი კოლეგები ეთანხმებიან:

_ უპატრონოდ არის მიშვებული ყველაფერი. ოღონდ ფული აკეთონ და მორჩა! _ ამბობენ ისინი.

პროდუქტზე ფასების ზრდის პარალელურად, არა ერთ სავაჭრო ქსელში არსებული ფასდაკლების აქცია, ერთგვარი შვება უნდა იყოს რიგითი მომხმარებლებისთვის. ზოგჯერ ეს ასეცაა. თუმცა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამ ყველაფერს სასაცილოდ მიიჩნევს.

 მაგალითად, კომიკურია ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე (“ორი ნაბიჯი”) , თაროებზე ლამაზად განლაგებული პროდუქციის სააქციო ფასების რაოდენობა და მისგან მიღებული ე. წ. “შეღავათი” _ აქ ერთი ლიტრი ლიმონათის ფასი 1.49 თეთრია, ხოლო ერთი კილოგრამი შაქარი 2.29 ლარი ღირს.

მოლარე-ოპერატორი გვეუბნება, რომ ლიმონათში 1.50 თეთრი უნდა გადავიხადოთ და ქვითარიც ასე ამოგვიწერა. ასე დაამრგვალა შაქრის ფასიც _ 2.29 ლარის ნაცვლად, 2.30. გამოდის, რომ მყიდველმა, სულ ცოტა, ხუთი ლიტრი ლიმონათი და ხუთი კილოგრამი შაქარი თუ არ იყიდა, ხუთი თეთრი კი არ უნდა “იჩუქოს”, არამედ იქეთ უნდა აჩუქოს.

_ ისე მაინც მოიტყუონ, რომ ნუ დაგვცინებენ. 1 თეთრი, რახანია, ბრუნვაში აღარც გვინახავს. ვის ატყუებენ? რა უბედურებაა ეს, სად სწავლობენ ასეთ ბიზნესს, როდის დაგვადგება საშველი?! რომ ჰკითხო, რეკლამას თავის თავს ომახიანად უკეთებენ. მოხვალ და დაცინვას უფრო იღებ, ვიდრე მოგებას. ეტყობა, იფიქრეს, ორი ნაბიჯის გადადგმა უნდა გვიღირდეს ორ თეთრად… ჯობს, გავიცინოთ, _ გვეუბნება დარია მჟავანაძე.

ოზურგეთში აქციის გარეშე, შედარებით შესამჩნევად დაბალი ფასები ადევს პროდუქტს თუ სხვადასხვა საოჯახო სამომხმარებლო საქონელს, მარკეტში “ჭანუყვაძის მაღაზია” _ აქ მრავალნაირი პროდუქტის, სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის, საოჯახო საქონლის ფასი, 30 თეთრიდან ერთ ლარამდე ნაკლებია, ვიდრე სხვა სავაჭრო წერტილებში.

კითხვაზე თუ როგორ ახერხებს შედარებით დაბალ ფასებში ვაჭრობას, მაღაზიის მეპატრონე ტუნა ჭანუყვაძე გვეუბნება:

_ ბიზნესს სჭირდება ასე. ახლა ხალხს ძალიან უჭირს. ცოტა ჩვენც უნდა გავიჭირვოთ. აქცია არ მაინტერესებს და რეკლამა _ საქმეზე ვარ ორიენტირებული.

რიგითი მომხმარებლები ამის გამოც ბრაზობენ:

_ ახლა გვითხრეს აგერ, სადგურში, ჭანუყვაძის მაღაზიაში წავიდეთო. კი, ბატონო, ერთხელ წავალ, “პრაზდნიკი” მოდის. მაგრამ, სულ იქ როგორ ვირბინოთ? ზეთის, შაქრის, პურის ფქვილის და საწვავის ფასს სერიოზულად სჭირდება მიხედვა და დარეგულირება. დანარჩენს კიდე ჯვარი სწერია _ როგორმე მოვითმენთ, _ ამბობენ რიგითი მომხმარებლები და ითხოვენ ქმედით, დროულ რეაგირებას ყველასგან, ვისაც, მათი აზრით და საბაზრო ეკონომიკისგან განსხვავებით, ასე “გაფრენილი” ფასების კონტროლი შეუძლია თუ ევალება.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8 სექტემბერი, 2026

რით დაეხმარება ჩოხატაურის მერია ხანძრისგან დაზარალებულ 4 ოჯახს

"უმადურების უბანი _ ამფერია, კაცი დოუნახავი რომ იქნები!"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026
საზოგადოება

„წარღვნა და მეორე მოსვლა“ _ გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

14:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო