ლესბოსელ წყვილზე მორიგი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი ავრცელებს. სუბელიანი წერს, რომ შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა და თავდასხმის შედეგად ერთი ქალი მძიმედ არის ნაცემი, მეორე კი ყელის არეშია დაჭრილი:
“გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია. გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები
აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან. წინა დღეს რო გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდასხმელი, მაგიტო მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებელით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება. ნორმალური საზოგადოება გადაწვავდა პოლიციის შენობებს ასეთ რამეზე, მოვტყან ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი, თავს ვერ ვიცავთ უკვე ვერაფრით!” _ წერს სუბელიანი.
წყარო: mtavaritv.ge