აღდგომის დღესასწაულამდე გარკვეული დროა დარჩენილი და ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორ განვითარდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის, თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში იქნება.
„მთავარი რეკომენდაცია მაინც იქნება სოციალური თავშეყრისგან თავის შეკავება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.