მღვდელმონაზვნები განკვეთის მოლოდინში – მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო სამ სასულიერო პირს მონანიებისთვის დრო მისცა და ეს ვადა დღეს იწურება.
მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ იღუმენი დანიელი, დიაკონი ანანია და ბერდიაკონი პეტრე ღუდუშაური მის წინაშე “ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს” არ მოინანიებენ, მათ ეკლესიიდან განკვეთს.
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.
გაფრთხილებული სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ მოსანანიებელი არაფერი აქვთ და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ:
“რა მაქ შესანანებელი?!” – ამბობს მამა ათინოგენე.
“როგორ გამოაცხადებს ჩვენს განკვეთას დაველოდები მაგას, დედაც რომ მაგინონ, ხმის ამომღები არ ვარ, ავწევ ხელებს და წავალ…მე მაგასთან საბოდიშო არაფერი დამიშავებია”;
“არაფრად არ მიმაჩნია მე მეუფე სტეფანეს განკვეთა”, – ამბობს პეტრე ღუდუშაური.
წყარო: მთავარიტვ