,,ნიკა მელია არაა ხელმომწერი მხარე, ის არაა რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, მას ეს შეეძლო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ახლა, გარედან კარნახი პირობების არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ ნიკა მელიას მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიას მხარეებს მოუწოდებს, გაიწვიონ ამნისტია და ის თანახმაა ევროკავშირის გირაოს შეთავაზებას დათანხმდეს.