საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შეედარებით ინფლაციის დონზე 0.9% იყო, რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, მას 7.2% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ 2021 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით – ფასებმა მოიმატა 4.2%-ით;
ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის – გაძვირდა 3.2%-ით;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი – ფასები გაიზარდა 1.6%-ით;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით.
სურსათზე ფასები გაიზადა:
ხილი და ყურძენი – 5.3-ით;
ზეთი და ცხიმი- 4.2-ით;
თევზეული – 3.6%-ით;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.4%-ით;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.9%-ით;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.1%-ით.
ფასები შემცირებულია:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 5.4%-ით.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15%-ით;
რაც შეეხება სურსათს, ფასებმა მოიმატა:
ზეთი და ცხიმი – 40.2%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 10.1%;
თევზეული – 9.4%;
პური და პურპროდუქტები – 6.4%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.1%;
რძე, ყველი და კვერცხი – 6.1%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.6%;
ფასები შემცირებულია:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 22.2%-ითა და ხილსა და ყურძენზე – 18.2%-ით.