„რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროს დაკარგვამ შეიძლება უახლოეს პერიოდში გამოიწვიოს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ კრემლი ამას ავანტიურიზმის მოწვევად მიიჩნევს.“- წერს ავტორი.
ბრიტანულმა მედიამ „Project Syndicate“-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც ენერგიის იმპორტის შემცირების მნიშვნელობაზეა საუბარი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთთან ურთიერთობაში, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება შესაძლოა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს კი, კრემლის გავლენას ასუსტებს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ძლიერადაა დამოკიდებული. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვეს სურვილი საკუთარი რესურსები გამოიყენონ, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები.
სტატიაში ასევე საუბარია, რომ ნავთობის ეპოქის გავლის შემდეგ ძველი სტრატეგიული პუნქტები, დაწყებული ჰორმუზის სრუტით, ძალაუფლებას თანდათანობით კარგავენ. შესაბამისად, ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან რეგიონალური და გლობალური ძალების წვდომისა და კონტროლისთვის კონკურენციას. რაც უფრო იწურება ნავთობის ეპოქა, ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან კონკურენციას რეგიონალური და გლობალური ძალების წვდომისა და კონტროლისთვის.