“რიონის ხეობის დამცველები“ ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი ჩამოსვლის მიზანი იყო უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის.
“ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ რისიც წყარო ხალხია და რა დაკვეთაც საზოგადოებიდან არსებობს, ხელისუფლებაც ამ დაკვეთას უნდა ასრულებდეს. ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის ნების ამსრულებელი. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ეს საკითხი ხალხის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს“, – თქვა შეხვედრის დროს ვარლამ გოლეთიანმა.
მან ასევე შეხვედრის დროს ოზურგეთლებს მოუწოდა, რომ 23 მაისს თბილისში გასამართ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
“კონკრეტულ გეგმას ზუსტად თბილისში დაგეგმილ აქციაზე გავამჟღავნებ, სადაც გელოდებით“ – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციაზე გარემოს დამცველებმა დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არიან წინააღმდეგი ნამახვაჰესის აშენების წინააღმდეგნი.