მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს ნიკა მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ – სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომლითაც მელიას მხრიდან ევროკავშირის გირაოს მიღებას გამოეხმაურა.
ელისაშვილის თქმით ,,ქართულ ოცნებას“ უნდა ნიკა მელია აბუჩად აიგდოს
მისი თქმით, გირაოს გადახდა იყო, კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯი
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას” უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა.
უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია – მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“, _ თქვა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა.
,,ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა, რადგან ამისთვის გზებს ეძებენ და ბევრს ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდნენ.” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.