საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა. სადამფუძნებლო კონფერენცია შეკრებილებმა გაერთიანების ხელმძღვანელად გიორგი გახარია აირჩიეს.
გახარიამ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
„8 წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ ვითარებას და ამით ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უკლავდა“,_ განცხადა გიორგი გახარიამ.