საქართველოში ამ საღამოს სამი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 21:51 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან (20:04 ; 20:15 საათების მიწისძვრების ეპიცენტრული ზონა) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.