პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“შენ დანიშნულ პრემიერს ღალატს რომ აბრალებ და ამ დროს სუს-ის უფროსი ისევ თანამდებობაზე გყავს – ადეკვატურობაზე საუბარიც არ ღირს. კობახიძე რომ დადასტურებული კლინიკაა და მხოლოდ მის ზღაპრებს ეყრდნობი – ქვეყანა იღუპება, თორემ მარტო პოლიტიკოსები ჯანდაბას… მაგრამ, ამ ” მოღალატე” პრემიერის წინა პრემიერი “50 ათასი ბავშვის შიმშილის” გამო გადააყენე და თან “3 ღამე არ გეძინა ნერვიულობით”, აი, ახლა როგორ გძინავს, მე ის მაინტერესებს, იმ 50 ათასს ბავშვს კიდევ 70 ათასი რომ დაემატა?” _ წერს ჭიჭინაძე.