ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 25 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან 17 სტაციონარში, 3 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 5 მკურნალობს.