„აქ რა, აქ რა ხდება?- იკითხავს სტუმარი. აქ ტოლერანტობის სამეზობლოა…“-განმარტავს ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა.
საქმე ისაა, რომ ჩიბათის სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ერთობლივი ჩართულობით „ტოლერანტობის სამეზობლო“ განორციელდა და შედეგიც სახეზეა-საოცარი სილამაზეები დამშვენებული სკოლის ეზო.
„ეკა წილოსანი ჩემი მეგობარია. ის ძალიან ბევრ ადამიანს უფერადებს ცხოვრებას. შედეგიც სახეზეა, მოსწავლეებთან ერთად მან ყველაფერი შეძლო. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება“-წერს ფეისბუქზე ლადო აფხაზავა და ხელოვნების პედაგოგს, ეკა წილოსანს მადლობას უხდის.