აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
აქციას ბრალდებული ძმების-წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ და 7-ვე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.