მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისიმ დიზაინის პრაქტიკა ბიზნესსა და პროდუქტების შექმნის პროცესში შემოიტანა.
დიზაინის ცოდნა თანამედროვე კომპანიებისთვის ახალი ეტაპია და ის პირველ რიგში, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტაციას გულისხმობს. დიზაინ ტრანსფორმაციის მიზანია სხვადასხვა ხელსაწყოთი დიზაინი, როგორც კომპანიის მოწყობის, ისე პროდუქტების და იდეების შექმნის განუყოფელი ნაწილი გახადოს, გუნდმა მომხმარებლის თვალით შეხედოს პროცესებს, მეტი დრო დაუთმოს საჭიროებების კვლევას და ფაქტობრივად, მთელი პროცესი მომხმარებელთან ერთად გაიაროს. საბოლოოდ, ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეებში მომხმარებელი თანმიმდევრულ, თიბისის ერთიან გამოცდილებას მიიღებს.
თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში, იყო ლიდერი ნიშნავს, მუდმივად იცვლებოდე, ვითარდებოდე მომხმარებლისთვის და მასთან ერთად. თიბისის მთავარი საზრუნავი – ადამიანია. ჩვენ ვიცვლებით იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გავუმარტივოთ და თიბისისთან ურთერთობით მათ საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ზუსტად ეს იყო მიზეზი ჩვენი ეჯაილ ტრანსფრომაციის, რომელმაც მოქნილობა და მაქსიმალური თავისუფლება მისცა ჩვენს გუნდებს, მოშალა იერარქია და თითეულ ადამიანს ზრდის საშუალება მისცა გუნდში. დიზაინის პრაქტიკის შემოტანით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით დასახულ მიზანს და კიდევ უფრო კარგ გამოცდილებას შევუქმნით ჩვენს მომხმარებელს ციფრულ და ფიზიკურ შეხების წერტილებში. ჩვენ, როგორც კომპანია, სულ ვეძებთ საუკეთესო მაგალითებს მსოფლიოში და ვცდილობთ პირველებმა დავნერგოთ მსგავსი ინოვაციები რეგიონში, შემდგომ კი ეს გამოცდილება გავაზიაროთ. დიზაინ ტრანსფორმაციის პროექტს თიბისიში ამ საქმეში საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ქართველი სპეციალისტი გაუძღვება რომელიც ამ პროექტისთვის საქართველოში დაბრუნდა და ჩვენს გუნდს შემოუერთდა”.
დიზაინის ტრანსფორმაცია თიბისიში 2021 წელს დაიწყო და პირველ რიგში, გუნდის მომზადებას და პრაქტიკის ყოველდღიურობაში შემოტანას გულისხმობს.
პროექტი ეტაპობრივად მთელს კომპანიაში განხორციელდება და თიბისი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება თავის მიზანს – გაუმარტივოს ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელს რეგიონში.
(R)