17 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომელსაც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი მასპინძლობდა.
მასში მონაწილეობდნენ: ზესტაფონის, ხონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის, ჭიათურის თეატრები, რომლებიც საუკეთესო სპექტაკლებით გამოვიდნენ მათ წინაშე.
სასიხარულოა, რომ ხონის სახალხო თეატრის მიერ წარდგენილი, რეჟისორ დავით ბახტაძის გახორციელებული სპექტაკლი, „ერთი პატარა ამბავი“, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნომინაციით დაჯილდოვდა:
მსახიობები: თორნიკე კუხალაშვილი – ,,ძაღლი კუსია” და გიორგი ღვაბერიძე – ,,მამალი კოკო” , ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის“ ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ.
ხოლო რეჟისორი დავით ბახტაძე და მარიამ მელაძე -,,გოჭი”, _ფესტივალის ახალგაზრდული ჟიურის რჩეულებად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს „გრან-პრი“ არ გაიცა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ გამოაფხიზლებს იმერეთში მოქმედ თეატრალურ დასებს!
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთორმეტედ გაიმართა და მას, ტრადიციულად, უძღვებოდნენ ბატონები: ლევან როხვაძე და ნიკოლოზ წულუკიძე.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე