ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, რვა ივლისიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ “სინოფარმით” ვაქცინაცია ლანჩხუთში შესაძლებელია არა მარტო ,,მედალფას” კლინიკაში, არამედ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკაში (ე.წ.ძველ საავადმყოფოში).
“ჯავშანი უკვე გახსნილია, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge
ასევე, დარეკონ ნომერზე _1522, ან მიბრძანდნენ კლინიკაში და იქვე დარეგისტრირდნენ”, _ განმარტავს ნატო მენაღარიშვილი.
ავტორი: სოფო წილოსანი