რვა ივლისს ბათუმში სტარტი აიღო ბათუმის მერიის თასის გათამაშებამ მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის, რომელშიც აჭარის რეგიონის მოყვარულ ჩოგბურთელთა გარდა ოზურგეთელმა ჩოგბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირზე წარმატებულად გამოვიდნენ ნიკოლოზ ქუტიძე, პაატა ნიკოლაიშვილი , გიგი ვაჩეიშვილი, ირაკლი ქუტიძე და მამუკა ასათიანი.
ფინალში კი ოზურგეთელი ჩოგბურთელები გივი სიამაშვილი და ილია გელაშვილი გავიდნენ. ორივე მათგანს ფინალამდე ძლიერი მეტოქეები შეხვდათ.
ფინალი გივი სიამაშვილის გამარჯვებით დასრულდა სამ სეტში 6-0, 3-6, 7-5.
აღნიშნული ტურნირი ბათუმის მერიის მხარდაჭერილი პროგრამით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა 2021 პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ავტორი: გიორგი გირკელიძე