ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ და ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს, ქართული დემოკრატია და საქართველო უფსკრულთან გადაჩეხვასთან ძალიან ახლოსაა.
„თითქმის არ ყოფილა დღე, როდესაც მე, ისე ვიამაყებდი ჩემი პროფესიით, როგორც დღეს. თითქმის არ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქართული დემოკრატია და მთლიანად საქართველო ისე ახლოს ყოფილიყოს უფსკრულში გადაჩეხვასთან და ძველ საბჭოურ ქვესკნელში, უკან შეტრიალებასთან, როგორც დღეს, მაგრამ ისე არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ეს არასდროს მოხდება, როგორც დღეს”_ განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძემ აღნიშნა, რომ ქართული მედია “ოცნების” გამარჯვებას აღარ დაუშვებს.
“სისხლიანი „ქართული ოცნება“ აღარ გაიმარჯვებს, ქართული მედია ამას არ დაუშვებს“,_ განაცხადა თარგამაძემ.
ავტორი: თეო როსტიაშვილი