კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება პრემიერის მხრიდან, თითქოს აქ გუშინ ვიღაცამ, რომელიღაცა მედიაწარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ _ ეს არის ბინძური ტყუილი“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ამით გვარამია, გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 11 ივლისის აქციაზე „აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ“.
„ჩვენ მსგავსი რამე არ გვითქვამს და არც გვიფიქრია. ეს არის კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში და პროვოკაციული განცხადება. საკუთრივ პატრიარქის დამამცირებელი განცხადება, თითქოს აქ გუშინ ვიღაცამ, რომელიღაცა მედიაწარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ – ეს არის ბინძური ტყუილი.
ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, მიჰყვეს მისი მთავრობა და სუს–ის უფროსი ლილუაშვილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ტელევიზიის ხელმძღვანელებმა პრემიერის გამოსვლის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია გამართა და დღევანდელ გეგმებსა და მოთხოვნებზე ისაუბრეს.
ავტორი: მერაბ ცაავა