ჯაჯის ტბა სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, არსებობს დიდი და პატარა ჯაჯის ტბა.
დიდი ჯაჯის ტბა მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და იგი ზღვის დონიდან 2655 მ სიმაღლეზეა, ხოლო პატარა ჯაჯის ტბა მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2630 მეტრია.
ამ ადგილს მუდმივი მაცხოვრებელი არ ჰყავს, აქ ადრეულ გაზაფხულზე ამოდიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ საქონელი და სექტემბრის ბოლომდე რჩებიან.
ადამიანები, რომლებიც ამ ადგილს სტუმრობენ ორი სეზონით, ძირითადად, მაჭახელას ხეობიდან ან ხულოდან არიან.
ჯაჯის ტბის ბუნება იძლევა იმის საშუალებას, რომ მესაქონლეებმა აწარმოონ აჭარული პროდუქტები, როგორებიცაა: კაიმაღი, დაწნული ყველი (რომელიც შემდეგ გამოიყენება აჭარულ კერძე ბორანოში), უცხიმო ყველი.
ასევე, მოჰყავთ კარტოფილი და უკვე სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ისინი ადგილს ტოვებენ, რადგან ამ ადგილზე მოდის დიდი თოვლი და იკეტება გზები.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორთაჟს პატარა ჯაჯის ტბიდან.
ავტორი: ნინო სილაგაძე