საქართველომ ლიეტუვისგან საჩუქრად მიიღო კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა ვაქცინა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის დღეს ჩამოვიდა.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.
„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
24 ივლისს, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერიც“.