ახალგაზრდა ქართველმა ჯუდოკამ, ლაშა ბექაურმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ფინალში გერმანელი ეუარდ ტრიპელი დაამარცხა და ამ ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. ლაშამ ჯერ ნახევარფინალში დაამარცხა რუსი, მიხაილ იგოლნიკოვი, ხოლო დაძაბულ ფინალში არაერთი სენსაციის გმირს, გერმანელ ედუარდ ტრიპელს ვაზარით აჯობა. ამრიგად ბუდოკანის დარბაზში სულ მალე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.
ჩვენი ოლიმპიური გუნდის მონაგარი კი უკვე საკმაოდ სოლიდურია, 1 ოქრო და 2 ვერცხლი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამივე მედალი ძიუდოს ვაჟთა გუნდს ეკუთვნით. აქამდე ყველაზე მეტი 2 მედლის მოპოვებას ახერხებდა ძიუდოს გუნდი.
ავტორი: მამუკა მამალაძე