“ამ ეტაპზე შარლ მიშელი კომენტარს არ გააკეთებს”, _ ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიამრჩეველი Twitter-ზე.
,,საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკუთარ გუნდთან ერთად კონსულტაციებს გადის ყველა ჩართულ პარტიასა და შეთანხმების მონაწილესთან. ამ მომენტისთვის, პრეზიდენტი მიშელი კომენტარს არ გააკეთებს“, _ წერს მიშელის მედიამრჩეველი.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე _ არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.
ავტორი: მერაბ ცაავა