https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თივით და გაცრილი წითელი მიწით ვზელ საშენ მასალას”

პერმაკულტურის თანამედროვე პიონერი გურიაში

13:41; 29.07.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში, ჩვენ სიახლის, უფრო სწორად, პერმაკულტურის განახლების საოცარ გარემოში მომუშავე ქალბატონს შევხვდით.

საგანგებოდ თავმოყრილი მიწის დიდი გროვები, სპეციალური საცერი და ყალიბები, თივა, ნამჯა და სხვადასხვა ხმელი ბალახ-ბულახი… ეს ყველაფერი კი ბუნებრივად მდგრადი და საიმედო საშენი მასალის მოსამზადებელი კომპონენტებია, რომელიც ერთმა გურულმა ქალბატონმა, ლიკა მეგრელაძემ საკუთარი ინიციატივით მოაგროვა და ახლა რეგიონში მიწის ბლოკებით აშენებული სახლის მშენებელიც და დიასახლისიც არის.

წითელმთაში დაბადებული და გაზრდილი, მერე დედაქალაქში სასწავლებლად და მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად გადასული, მოგვიანებით, უკან დაბრუნდა. უცებ გადაწყვიტა, ერთ მზიან დღეს…

ლიკა მეგრელაძის საქმიანობის შესახებ აქ ყველამ კარგად იცის _ დაბრუნდა თუ არა მშობლიურ კარმიდამოში, გავერანებულ გარემოს სასწრაფოდ დაატყო გამრჯე მარჯვენის კვალი და საკუთარი ხედვის ქვეშ მოაქცია თითოეული ნივთი, ყველაფერს განუსაზღვრა თავისი ადგილი.

_ დავიწყე პერმაკულტურის საფუძვლიანი შინაარსის გათვალისწინებით ცხოვრება. ეს კონკრეტული, მიწის მასალით სახლის აშენება, ერთ-ერთი მახასიათებელია ამ კულტურისა და რაკი ძალიან გაინტერესებთ, ამაზე საუბრით დავიწყებ. თუმცა, პერმაკულტურის, როგორც ბუნებასთან ყოფნის, მასთან შრომის, ადამიანის, მცენარის და ცხოველის ყველა მახასიათებელი ფუნქციის გათვალისწინებას და შესწავლას ვცდილობ. “ეკო-სახლს” ვაშენებ და თუ ამ მხრივ პიონერი გავხდები, ძალიან გამიხარდება, _ გვეუბნება ის.

წითელმთაში, ასი (თუ მეტი) წლის მამაპაპისეულ ხის ოდაში მცხოვრები ქალბატონი, ახლა “ეკო-სახლს” აშენებს. როგორ? სჯობს თავად მოვუსმინოთ:

_ პერმაკულტურის ორ მთავარ ასპექტს ვიყენებ ამ წუთში. გადავწყვიტე, ავაშენო “ეკო-სახლი” _ ზამთარში რომ სითბო იყოს, ზაფხულში კი სიგრილე. საძირკველში ფუნდამენტად ბეტონის ჩატანება ვამჯობინე. მიწის ზემოთ კი, სახლს ყველა ნაწილი მთლიანად ხის მასალის ექნება. რაც შეეხება კედლებს, მიწისა და თივის, ნამჯის შერევით, დავამზადე ფილები. წარმოიდგინეთ ბლოკი, “ბიტონს” რომ ეძახიან გურიაში. ოღონდ მიწისგან დამზადებული და სხვადასხვა ზომის. ეს ნამჯა და თივა, ერთგვარად “არმატურის” როლსაც ასრულებს, ამაგრებს ფილას და სითბოს დაჭერის ფუნქციაც აქვს. როგორც ბეტონის ბლოკი, დაახლოებით, ისეა დამზადებული _ გაცრილი მიწა, თივა, წყალი, რომ მოზილო და შემდეგ ყალიბებში ჩაწყობილი გააშრო. მშენებლობის დროსაც, ჩვეულებრივად ასე ვაწყობთ ერთმანეთზე. განსხვავებაა ის, რომ ეს არის პერმაკულტურა, ბუნებრივი მასალით აშენება, რაც, ასე ვთქვათ, მკვლელ სამშენებლო მასალებს დამაჯერებელ კონკურენციას უწევს. ეს საუკეთესო შინაარსს აძლევს ჩვენს გარემო ყოფას, ტურიზმის განვითარების გზაზე.

ამოუწყავი ბაზისი გვაქვს, უძველესი კულტურის ერი ვართ, ბევრი რამ არის მივიწყებული, რის აღდგენა და მოძიება მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და მერე თანამედროვეობასთან შერწყმა მოვახერხოთ, _ ამბობს ქალბატონი ლიკა და საკმაოდ მძიმე ფილებს აქეთ-იქით ნაფოტებივით დაატარებს.

როგორც თავად გვეუბნება, მასალა _ წითელმიწა ნიადაგი და თივა საკუთარ კარმიდამოში მოაგროვა. დოზაზეც არ აქვს საგანგებო გათვლა _ უფრო მეტი მიწა და ნახევარზე ცოტა თივა-ხმელი ბალახი. ჯერ გაცრილ მიწას ზელს, მერე თივას ურევს და კარგად არეულს ათავსებს სპეციალურ ყალიბში. კითხვაზე, რა ზომის უნდა იყოს ეს მიწის “ბლოკი”, ამბობს, რომ 20-30 სმ სისქისას აკეთებს. ახლა ორნაირი ზომის მასალა აქვს დამზადებული. განმარტავს, რომ შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლები სისქის დამზადდეს. თუმცა, მისი გათვლით, ზამთარ-ზაფხულ რომ საჭირო ტემპერატურა იყოს, როგორც სიცივის, ისე სითბოს მხრივ, ამჯობინებს იმ სისქით, რაც ახლა გააკეთა _ 30 სმ.

_ როცა მშენებლობას დავასრულებ, ვხედავ, გაინტერესებთ, როგორ შევლესავთ ან რით დავფარავთ ამ გამხმარი ტალახის საკმაოდ უხეშ ზედაპირს. ვაპირებთ ბათქაშის გამოყენებას. რაც შეიძლება, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით (თუნდაც კირით) მოვაპირკეთო. ვაცლი, კარგად შეშრეს, როცა ბოლომდე ავაშენებთ კედლებს, მერე ზედაპირს ჭუჭყისა და უხეში ნაწიბურებისგან გავასუფთავებ. ამის შემდგომ გავუკეთებ აღნიშნულ საფარს. ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებთ. პერმაკულტურის ბევრი ნიმუშია და ჩემს კარმიდამოში, მთლიანად ამ სისტემით ვმუშაობ, თუმცა, კონკრეტულად ეს _ მიწის და თივის მასალით აგებული სახლი, ჩემთვის კულმინაცია იქნება, _ გვეუბნება ქალბატონი ლიკა და შემდეგ ეზოს სიღრმეში ჩავდივართ, სადაც ასევე გამოქვაბულის ყაიდაზე გაკეთებულ სივრცეში შევყავართ. აქ ბეჭდების მბრძანებლის სამფლობელო იქნებაო, ხუმრობს. როგორც მერე სერიოზულად ახსნა, ეს მიწური უფრო იქნება, გურიისთვის არაა დამახასიათებელი, თუმცა, პერმაკულტურაა. ბუნებრივი ყაიდის მიწურს ჩააშენებს სამ მხარეს მიწის სიღრმეში მოქცეულ დარბაზში, რომელსაც სამაცივრე ფუნქცია უფრო ექნება.

ლიკა მეგრელაძე გამუდმებით ხაზს უსვამს ბუნებასთან შეხმატკბილებულად ცხოვრების და არა მასზე ბატონობის მნიშვნელობას. სწორედ ამას შეუძლია, ადამიანი და ადამიანები ერთად, გახადოს უსაზღვროდ ბედნიერი _ პირველ რიგში, ჯანმრთელობის მხრივ, რაც ყოველგვარი ბედნიერების საწყისია.

_ მე ვეცნობი ათასნაირ ინფორმაციას. ყოველდღე რომ ვშრომობ, ამასთანავე ყოველდღე ვსწავლობ. პერმაკულტურა სიცოცხლის შუქურაც არის, რომელიც თავისკენ გინათებს და გიხმობს. ჩემი ბევრი სამაგიდო წიგნიდან, ერთი უპირველესია იაპონელი ნოვატორის ფუკუოკას “ჩალის ღერის რევოლუცია”. ის თითოეული ჩვენგანის, სოფელში მცხოვრების სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. მან ახალი მიდგომა აღმოაჩინა სოფლის მეურნეობაში და ძალიან მშველის… ჩვენთან ბევრი მშრომელი ადამიანია, მაგრამ დაუგეგმავმა, სტიქიურმა შრომამ შედეგი არ იცის იმდენი, რამდენიც დაღლა. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც და შევძლებთ, _ დაბეჯითებით გვეუბნება ქალბატონი ლიკა და ამჯერად თავისი ეზოს ბოლოში ჩამომავალი მდინარე კიკვატას კალაპოტთან გვეპატიჟება. ბილიკი თხილის პლანტაციიდან ბამბუკების ხეივნისკენ ეშვება და ბოლოს სანაპიროსთან ჩავდივართ, სადაც სახელდახელოდ დამზადებული ნავი მდინარის ზედაპირზე ტივტივებს.

_ ვის არ უსეირნია აქ. მსოფლიოს, მგონი, ყველა კუთხიდან არიან ჩემთან ნამყოფი ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ისტორია, კულტურა, ყოფა აღაფრთოვანებთ, _ გვიამბობს ის და იხსენებს, როგორ მოაწყო სამიოდე წლის წინ, სოფელში დაბრუნებულმა, თითქმის დანგრეულ ნალიაზე სასტუმრო, გადასაგდებ კასრში პატარა ოთახი, ჩამურში ბრინჯის საცეხვი ხის მოწყობილობა. ხოლო, როცა მიწასთან მუშაობის დროს, უზარმაზარი ქვევრების ნატეხები აღმოაჩინა, დარწმუნდა, რომ აქ, ოჯახში, ვაზისადმი პატივისცემის და სიყვარულის გამორჩეული მიდგომა არსებობდა და ძველი გურული ვენახის ჯიშების მოშენებას მიჰყო ხელი. ქვევრების ნარჩენების სივრცე კი მცირე სამუზეუმო ლოკაციად აქცია.

ლიკა მეგრელაძემ გურიაში, კერძო საოჯახო სივრცეში, ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა სეპტიკური ჭა _ გამწმენდი ნაგებობა. ამბობს, რომ თითქმის დასრულებული აქვს სისტემის მოწყობა. ოღონდ ახლა ფიქრობს, იზრუნოს ბიოსასუქის მიღებაზე.

მასპინძელი ქალბატონი, თავის პერმაკულტურული მოღვაწეობის ნაკლად თვლის იმ ფაქტს, რომ, ჯერჯერობით, ამ საქმიანობაში ასე აუცილებელი შინაური ცხოველების და ფრინველების ჩართულობა არ აქვს, თუმცა, სამომავლოდ აპირებს.

ლიკა მეგრელაძე, თავისი ვენახით, ჩაის მოზრდილი პლანტაციით, თხილის ნარგავებითა და უამრავი კულტურული თუ საკულტო ნივთებით სავსე კარმიდამოში, ცენტრალურ ადგილზე ჩერდება და საკუთარ წინაპრებზე გვიამბობს: “რა ჭკვიანი ერია ქართველობა და რატომ არ უნდა ვიყოთ დღეს უკეთ? ეს საუკუნეზე მეტი ხნის წინ დადგმული სახლი, ისეა მზის ამოსავლისკენ მიმართული, შიგ არასოდეს ნესტის სუნი არ დგება. კაცო, ფუკუოკას ხომ არ იცნობდა ბაბუაჩემი და იმის მამა? არადა, ისიც ასე წერს. გამოდის, რომ მსოფლიოში ადამიანებს ერთი საერთო მიდგომა და სიყვარული გაგვაჩნია ბუნებისადმი, სიცოცხლისადმი. ინდუსტრიულმა რევოლუციამ გაანადგურა რამდენი რამ… მოგვიანებით აშენებულ ბეტონის სახლებს თუ დააკვირდები, რომლის აგების დროს, განსაკუთრებით უნდა ეფიქრათ ამაზე, პირიქით, წინა ხედი ჩრდილოეთისკენ აქვთ…

მოკლედ, რომელი ერთი უნდა ვთქვა. უნდა ავაღორძინოთ პერმაკულტურა. ტურიზმის განვითარების გზაზე, ეს ჯერ საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ კარგად და მერე მსოფლიოს! ყველაფერი მიიღწევა, მიზნის სწორად დასახვა და თავდადებული შრომაა საჭირო! _ ასე უსაზღვრო იმედით და რწმენით შეპყრობილი ასრულებს ჩვენთან საუბარს დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მეუღლესთან, ერთგულ მეგობართან, მამუკა ადუაშვილთან და ქალიშვილებთან ერთად, დიდხანს იცხოვრეს თბილისში.

მერე გოგონებმა საუკეთესო ევროპული განათლება მიიღეს, ერთი უცხოელზე დაქორწინდა, მეორე ჯერ არ დაქორწინებულა და ახლა სოფელში დაბრუნებულ მშობლებს, როგორც თავად ამბობენ, ჯარისკაცებივით გვერდით უდგანან საშვილიშვილო საქმის კეთების საქმეში.

წარმატებებს ვუსურვებთ საოჯახო და საქვეყნო საქმეზე ერთნაირად მზრუნველ დიდი ოჯახს, რომლის სათავესთან, პერმაკულტურის მართვის საკითხებში, ალღოიანი “შტურმანის” პოზიციაზე, ქალბატონი ლიკა მეგრელაძე დგას.

ავტორი: მარინა ჩიხლაძე

ლიკა მეგრელაძეპერმაკულტურა
გაზიარება46Tweet29Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ანა დოლიძე: შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის ნაბიჯი იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ

“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” -  Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით (R)

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო