დღეს ჩოხატაურში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტებიდან ინფიცირების 24 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
24 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 8 ბახმაროში დასასვენებლად მიმავალი ადამიანია, საიდანაც რამდენიმე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სხვა რეგიონის მცხოვრებია.
რაც შეეხება ინფიცირების სხვა შემთხვევებს, დაფიქსირდა ფარცხმაში, ზემო ფარცხმაში, შუა ფარცხმაში, ჯვარცხმასა და დაბაში.
ამავე თემაზე:
ბახმაროში მიმავალ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ
[sexy_author_bio]