ტოკიოს ოლიმპიდაზე, დღეს, სტარტი ჭიდაობის ტურნირმა აიღო. კაცებს შორის პირველები ხალიჩაზე –60 და +130 კილოში მოასპარეზე სპორტსმენები გამოვიდნენ.
საქართველოს სახელით იჭიდავა იაკობ ქაჯაიამ (+130 კგ.), რომელმაც ჯერ ფინელი მეტოქე დაამარცხა იოლად, შემდეგ რუსს მოუგო და 1/2 ფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე აკოსტა ფერნანდესის ძლევით ფინალის საგზური მოიპოვა.
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის რეგლამენტის მიხედვით, თითო წონაში ასპარეზობა ორ დღეზე ნაწილდება. ასე რომ, +130 კილოში ფინალური შეხვედრები ხვალ გაიმართება. ფინალში ჩვენი მეტოქე ლეგენდარული კუბელი, 38 წლის, მიაინ ლოპეზ ნუნეზი იქნება. მან ნახევარფინლში თურქი, რიზა კაიალი დაამარცხა.
[sexy_author_bio]