სახელმწიფოდან ასპროცენტიანი დაფინანსება გარანტირებული აქვს სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, გვანცა ხვედელიძეს.
დღეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ისტორიის გამოცდაში, უმაღლესი 60 ქულიდან, 56 ქულა აქვს აღებული.
გვანცა ხვედელიძეს წინა ორი გამოცდის შედეგებიც მაღალი აქვს. 70 ქულიანი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 69 ქულა, ხოლო 80 ქულიანი ინგლისურის გამოცდაში 76 ქულა მიიღო.
გვანცა ხვედელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე აბარებს.
[sexy_author_bio]