იოგურტი – აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და აძლიერებს იმუნიტეტს. თუ კეფირს, მაწონს ან იოგურტს სისტემატურად მიირთმევთ, გაციებას დაემშვიდობეთ.
ნიორი – ძლიერი ანტიბიოტიკია. თუმცა, მომზადებული სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, უმი მიირთვათ.
ჯანჯაფილი – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ათბობს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში.
ბროკოლი – ძლიერ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს. ზოგიერთი ექიმის თქმით კი, კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს.
მაყვალი – ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. აძლიერებს ორგანიზმს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გაყინულიც კი საკმაოდ ეფექტიანია.
ვაშლი – უჯრედისის წყაროა. ასუფთავებს ნაწლავებს. სუფთა ნაწლავები კი ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია.
თაფლი – არ ჩამოვთვლით, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თაფლი ებრძვის სტრესს და დამშვიდებაში გეხმარებათ. დღეში 1 სადილის კოვზი თაფლი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებასაც აგარიდებთ.
ასკილი – “ცე” ვიტამინის საბადოა. მისი ჩაი უნდა დალიონ მათ, ვისაც ვირუსებისგან თავის დაცვა სურს.
თხილი – პროანტოციანიდინითაა მდიდარი. ის კი აძლიერებს კაპილარებს, არეგულირებს წნევას და იცავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. გარდა ამისა, საუკეთესო ანტიოქსიდანტია.