გურიაში წვიმს.
„გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ ნალექიანი ამინდი 16 აგვისტომდეა მოსალოდნელი.
„გურიაში ხვალაც იწვიმებს, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით. ჰაერის ტემპერატურა +24-26 გრადუსის ფარგლებშია და მეტად არ დაიკლებს. 16 აგვისტოდან ნალექის ინტენსივობა შესუსტდება. 17 აგვისტოდან შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემერატურაც მოიმატებს და 18 აგვისტოდან შესაძლებელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33 გრადუსი დაფიქსირდეს“,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]