აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში 8 წლის ბავშვს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარე რიონში ბანაობდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. სამი ბავშვის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
ბავშვის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.