ჩოხატაურში მერობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნონა სიხარულიძე იბრძოლებს. იგი პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოფიციალურად დღეს წარადგინა.
ნონა სიხარულიძე დაიბადა 1973 წლის 6 დეკემბერს ჩოხატაურში .
1980-1991 წლებში სწავლობდა ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლაში, 1996 წელს დაამთავრა ბიზნესისა და სამართლის უნივერსიტეტი, საეთაშორისო სამართლის სპეციალობით, კვალიფიკაცია იურისტი. 1996 -1999 წლებში მუშაობდა ნაბეღლავის საამშენებლო სამმართველოში იურისტად , 1999-2002 წლებში ჩოხატაურის რაიონულ სამასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნად , 2002 -2005 წლებში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ჩოხატაურის ბიუროში ადვოკატად, 2003-2005 წლებში შპს ჩოხატაურის საავადმყოფო პოლიკნინიკაში იურისტად, 2005 -2020 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის სამსახურის უფროად ,2020 წლიდან დღემდე მუშაობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახუში ბავშვთა უფლებათა დაცვის ინსპექტორის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.