BBC-ის ცნობით, ჩინელმა და ნეპალელმა სპეციალისტებმა მთა ევერესტის ახალი ოფიციალური სიმაღლე დაასახელეს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 8 848 მეტრი და 86 სანტიმეტრია. ორი ქვეყანა, რომელთა საზღვარზეც მთა დგას, ერთობლივი აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე გასულ წელს შეთანხმდა. მანამდე მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ სიმაღლეში მთის თოვლის საფარის ჩართვასთან დაკავშირებით.
ჩინეთის შეფასებებით, ევერესტის სიმაღლე 8 844 მეტრს შეადგენდა, ნეპალი საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებდა, მთის საყოველთაოდ მიღებულ სიმაღლედ კი ინდოეთის გეოლოგიური სამსახურის მონაცემები ითვლებოდა, რომლის მიხედვითაც მთის სიმაღლე 8 848 მეტრი იყო.
2015 წელს ჰიმალაის მთებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ შედეგად მთის სიმაღლე შეიძლება შეცვლილიყო.
[sexy_author_bio]