დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში, სადაც ადრიანად დაიწყეს მუშაობა, თხილის ფასის შესახებ სიახლეს გვთავაზობენ მიმღები ოპერატორები:
_ ახლა ერთი კილოგრამი „გულშიშველა“ 3, 30 ლარი ღირს. „ბერძნულა“ 4, 30 ლარი. ამიერიდან სულ ასე იქნება, ამ ორ ჯიშს შორის სულ ერთლარიანი სხვაობა იქნება , ფასის მიხედვით,_ ამბობენ ისინი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბაზარზე, ამ ორ ჯიშს შორის, ყოველთვის ხდებოდა განსხვავებული ფასის გადახდა, თუმცა დაკონკრეტებული არასდროს ყოფილა რაოდენობა და ეს სხვაობა მუდამ ცვალებადი იყო-ხან 50, ხან 70 თეთრით, ზოგჯერ ერთი ლარითაც.
თუ ვინ დაადგინა ეს წესი, ამბობენ , რომ „წამღები“ მათ ასე ეუბნება. კონკრეტულად კი არ ასახელებენ, ვინ არის ეს „წამღები“.
თხილის ჩაბარებისას ყველგან ძალაშია, გატეხვით გულის შემოწმება.
თუ გატეხილი ათი ცალი თხილის მარცვალიდან ყველა საღი იქნება, ამბობენ რომ ერთ კილოგრამ „ბერძნულაში“ გადაიხდიან 5 ლარს.
კითხვაზე, გადაიხდიან თუ არა ერთ კილოგრამ „გულშიშველაში“ 5 ლარს, თუ ათივე მარცვალი საღი იქნება, პასუხი არ აქვთ და ამბობენ რომ 4 ლარზე მეტს ვერ გადაიხდიან.
პასუხი არავის აქვს არც იმ კითხვაზე, რა „დააშავა“ საღმა „გულშიშველამ“, თუკი ხარისხი ერთნაირი იქნება.
მალე თხილის ფასის უცნაური რეგულაციის შესახებ, უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]