ახლახან, პარტია „საქართველოსთვის ოზურგეთის ოფისში, სასწრაფო ბრიფინგი გამართა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმა ოზურგეთში, გია ცეცხლაძემ.
_ დღეს ჩვენს პარტიაში უნდა მომხდარიყო ჩვენი პარტიის კანდიდატთა რეგისტრაცია და ახლა გავიგეთ, რომ დაბა ნასაკირალის ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ მოხსნა კანდიდატურა და აღარ იქნება ჩვენი კანდიდატურა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ ნასაკირალში იმყოფებოდნენ ძმები თალაკვაძეები და იმყოფებოდნენ ქალბატონ ნონა ტუნაძესთან და მოხდა მასზე ზეწოლა მოეხსნა კანდიდატურა, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ. მე ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, მიაქციონ ყურადღება, ეს არ არის ზეწოლის პირველი ფაქტი ჩვენს მომხრეებზე. ჩვენ მოვითხოვთ, ვითამაშოთ სუფთა თამაში, სუფთა წესებით. ის, რომ ქალბატონი ნონა იყო ჩვენი კანდიდატი, ჩვენ ხელთ გვაქვს მისი განცხადება და შევსებული საბუთები, _ თქვა გია ცეცხლაძემ.
მან ასევე თქვა, რომ ეს დაშინებები და ზეწოლები უნდა დასრულებულიყო 2012 წელს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კვლავ გრძელდება.
მისივე თქმით, არ აქვთ იმის დეფიციტი, რომ ახალი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინონ.